LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიას „საქართველოსთვის“, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან: გიორგი გამსახურდია

178
1592830048-გამსახურდია

“პარტიას „საქართველოსთვის“, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან”,-ამის შესაებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით,  მისი მამის მომხრეთა ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და პარტიას „საქართველოსთვის“ ზვიად გამსახურდიას სახელთან აიგივებს.

„ძალიან შეწუხებული ვარ, რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესის გამტარ „რასკოლნიკებს“, აიგივებს მამაჩემის სახელთან. პარტიას „საქართველოსთვის“, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან.

უფრო მეტიც, ეს არის უნიჭო მცდელობა, ზვიადის სახელით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და თავიანთი თაღლითური ნიჭით, „ნაცმოძრაობას“ კვლავ ჩაუსახონ იმედი იმ უიმედო სიტუაციაში, რასაც მათი ძალაუფლებაში მობრუნება ჰქვია, რომელიც წარმოუდგენელია და ვერანაირი მოცემულობა ამის შანსს ვერანაირად ვერ იძლევა.

პარტია „საქართველოსთვის“ მენეჯმენტს კი ვეტყოდი, სამეგრელოში ისევ, პუტჩისტი და სამეგრელოს ამაოხრებლების იმედად იყვნენ აჯობებს, მარტო თემურ გერგაია ვერ ეყოფათ. ძალიან მალე ნახავენ რეალობას და იციან მათ ეს. სანამ სამეგრელოში ვარ, მე ჩვენი ნაწამები ხალხის შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებ“, – დაწერა  გიორგი გამსახურდიამ „ტვიტერზე“.

პოპულალურები