LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი დღეს იქნება, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და ახლა უკვე გაწერილია: გამყრელიძე მაიმუნის ყვავილის საეჭვო შემთხვევაზე

286
ing

არის თუ არა საქართველოში გამოვლენილი საეჭვო შემთხვევა მაიმუნის ყვავილი, პასუხი ცნობილი დღეს გახდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ფორტუნასთან” განაცხადა:

“მიმდინარეობდა ღრმა კვლევა და ეცნობა ჯანმოს სამდივნოს, საბოლოო პასუხი დღეს იქნება. დღეს დამთავრდება სეკვენირება.

პაციენტს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და ახლა უკვე გაწერილია. მას მკურნალობდნენ ისე, როგორც მაიმუნის ყვავილის შემთხვევისას. საქართველოში სულ ოთხი შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, აქედან სამზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ პაციენტს ჰქონდა ევროპაში მოგზაურობის ისტორია, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაში, რადგან ეს არის  პერსონალური ინფორმაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ასევე განმარტეს, რომ პაციენტის ყველა კონტაქტი მოძიებული იყო, მიმდინარეობდა დაკვირვება, მაგრამ სიმპტომები არ გამოვლონდა, თუმცა მათზე დაკვირვება, როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ვირუსის საეჭვო შემთხვევას 6 ივნისიდან იკვლევენ. 

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

პოპულალურები