LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს: პაატა მანჯგალაძე

1409
პაატა მანჯგალაძე

„პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს“, – ამის შესახებ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

მისივე თქმით, „რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება“.

„გადადგეს ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის ქართველი ერის დაკვეთა და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს. ჩვენთვის მეორეხარისხოვანია თანამდებობები, ეს არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება. მეორეხარისხოვანია, ვინ იქნებიან თანამდებობებზე, მთავარია, შეთანხმება მოხდეს ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე. საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობისაა ის, რომ ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენთვის პრიორიტეტია შესრულდეს ის 12 მუხლი, რომელიც ევროპამ საქართველოს მისცა. პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულების მქონე მთავრობა გადადგებოდა, რადგან 100 ათასი ადამიანის გამოსვლა პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს. ღარიბაშვილიც გადადგებოდა ის რომ საკუთარ თავს ეკუთვნოდეს. მთავრობა არ გადადგება, ამიტომ ჩვენ 3 ივლისს ვიქნებით ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გუშინ ვიყავით“, – განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა: “გადადგომა არ არის ანტიკონსტიტუციური, გადადგომა არის კონსტიტუციური და ჩვენ გვინდა, ღარიბაშვილს შევასმენინოთ, რომ უნდა გადადგეს“, – აცხადებს მანჯგალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები