LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს: ელენე ხოშტარია

105
ელენე ხოშტარია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხება, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის „ძალიან პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილება და ნიკა მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს“.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, ნიკა მელია მზად არის რაციონალურად იბრძოლოს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები აღდგეს.

დღეიდან ვაცხადებთ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქციას: ნიკა მელია

„ძალიან პატივსაცემია ნიკა მელიას აღნიშნული ნაბიჯი… ძალიან პასუხისმგებლობით და თავგანწირვით სავსე გადაწყვეტილებაა – ნიკა მელიამ აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მზად არის საკუთარი თავი გადადოს და რაციონალურად და მშვიდობიანად იბრძოლოს იმისთვის, რომ გავიდეთ მშვიდობიან გზაზე და მათ შორის, აღვადგინოთ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, რომელიც დღეს არის გათელილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g