LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის საპყრობილის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

383
81359626213-cixe

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი მოიკლა პატიმარმა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა, ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალებაში.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

„იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პატიმრის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები