“პატრიოტთა ალიანსმა” ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტი საკუთარ მიღწევად გამოაცხადა.

მოლოდინი გაგვიმართლდა და მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა – პრეზიდენტი საქართველოს ექიმის გათავისუფლებას ულოცავს

“დღეს, რუსული მხარის შუამდგომლობის შედეგად მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, “პატრიოტთა ალიანსს”, მე და დავით-თარხან მოურავს გვქონდა ინფორმაცია, რომ გამოიღო ნაყოფი ჩვენმა შრომამ და ის სწორედ ამის გათვალისწინებით გაათავისუფლეს,” – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ტყვეობიდან ქართველი ექიმის გამოსახსნელად ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობდა.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს მოაწერა ხელი ბრძანებას ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05