LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე

79
პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა მიმდინარე წლის ივნისში, საქართველომ, ევროპული პერსპექტივა მიიღო და მნიშვნელოვანია მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა რეკომენდაციებზე ერთად იმუშაონ, ხოლო ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს.

ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შესახებ, გადაწყვეტილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან ერთად, 27-მა ლიდერმა მიიღო და ამ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს.

12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე.

12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით.“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

mazda magti 5g