უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში შსს-ს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე მოზარდთა მშობლებისა და პედაგოგის დააკავებას ეხმაურება.
“პედოფილია და ბავშვთა პორნოგრაფია ყვავის, არაერთი საქმე გვაქვს “საფარშიც”. დიდწილად ეს იმის ბრალია, რომ ბავშვებს სქესობრივი განათლება არ აქვთ და მათი გამოყენება და მოტყუება ადვილი ხდება. რაზე ფიქრობს განათლების სამინისტრო? ვასაძეზე და საპატრიარქოს შიშზე”
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არასრულწლოვნების მშობლები და სკოლის პედაგოგი არიან.
ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.
ბავშვთა პორნოგრაფია - დაკავებულია არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი
დადგინდა, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ამავე საქმეზე სექტემბრის თვეში შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. სულ დაკავებულია 22 პირი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.