LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება 1-ელი თებერვლიდან აღდგება

121
unnamed

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.

ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები