LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pfizer – ჩვენი ვაქცინის სამი დოზა “ომიკრონს” ანეიტრალებს

1482
1

“ფაიზერის” ვაქცინის სამ დოზას ახალი შტამის “ომიკრონის” მნიშვნელოვნად განეიტრალება შეუძლია” – ამის შესახებ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების – “ფაიზერისა” და “ბიოენტექის” პირველ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის განეიტრალების შესაძლებლობა აქვს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის ორმა დოზამ შედარებით დაბალი გამანეიტრალებელი შესაძლებლობის ანტისხეულები წარმოქმნა, თუმცა კოვიდვაქცინის მესამე დოზის მიღების შემდეგ, წარმოქმნილი ანტისხეულების დაცვის უნარი 25-ჯერ გაიზარდა.

“იმ ადამიანებისგან მიღებულმა სისხლმა, რომლებსაც მესამე, გამაძლიერებელი აცრა ერთი თვის წინ ჩაუტარდათ, ისეთივე ეფექტიანობით გაანეიტრალა “ომიკრონის” ვარიანტი, როგორც იმ სისხლმა, რომელმაც ორი დოზის მიღების შემდეგ – ვირუსის პირველი, ჩინეთში აღმოჩენილი ვარიანტი.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები ასევე იმედოვნებენ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი ადამიანები ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები.

არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, რომ არსებული ვაქცინები “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტიანი არ იქნება: ჯანმო

ენტონი ფაუჩი: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ომიკრონის“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი

magti 5g