აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი თითქმის დარწმუნებულია, რომ ახალი „ომიკრონის“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი.
„ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკაში კიდევ ორი კვირა დასჭირდება და შემდეგ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში „ომიკრონით“ ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა გვექნება, შეიძლება მეტი დრო დაგვჭირდეს მისი სიმძიმის დონის დასადგენად“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.