LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკემ და შაკირამ მზარეულს 20 ათასი ევრო აჩუქეს

112

არდადეგები პიკემ და შაკირამ შვილებთან ერთად იბიცაზე გაატარეს. ოჯახური შვებულებისთვის ვარსკვლავებმა კუნძულის ყველაზე მშვიდი ადგილი აირჩიეს და, ცნობისმოყვარე პუბლიკისგან თავის დასაღწევად, მაქსიმალურად მოერიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. წყვილმა ერთი კვირით პირადი მზარეული დაიქირავა და იმდენად მოიხიბლა მისი კერძებით, რომ გამგზავრების წინ, 20 ათასი ევროც აჩუქა. მზარეული (რომლის სახელიც არ ხმაურდება) იმდენად დაიბნა, რომ მადლობის თქმაც ვეღარ მოახერხა, ცნობილი ფეხბურთელის ხელგაშლილების ისტორია კი, მზარეულის მეგობარმა გაავრცელა, რომელიც ადგილობრივ რადიოში მუშაობს წამყვანად.  

”ბარსელონას” მცველი პიკე, რომლიც წელიწადში რამდენიმე მილიონს გამოიმუშავებს, ერთადერთი არაა, ვინც განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა მოსამსახურე პერსონალს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის ჯეი-ზიმ გააკვირვა მაიამის ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტები, როცა წვეულების შემდეგ 50 ათასი დოლარი აჩუქა. ჯონი დეპმა ანგარიშის (4 400 დოლარი) გასწორების შემდეგ, ოფიციანტს კიდევ 4000 ათასი აჩუქა, დევიდ ბექჰემმა კი, ჯერ 100 დოლარის ლუდი შეიძინა, მერე კი, ბარის თანამშრომლებს 10-ჯერ მეტი თანხა აჩუქა.  

ცნობილი ქალბატონები როგორც წესი, ნაკლებად ფლანგავენ ფულს, სამაგიეროდ ისინი აქტიურად არიან ჩაბმული ქველმოქმედებაში. მაგალითად, შაკირა იუნისეფის კეთილი ნების ელჩია, რომელსაც საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და კოლუმბიაში ახალი სკოლების აშენებას აფინანსებს ნაკლებად შეძლებული ბავშვებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები