LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე, ეს სერიოზულად სანუგეშოა” – ამირან გამყრელიძე

103
amiranagamyrelidze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 80 პროცენტამდეა გაზრდილი.

ამის შესახებ გამყრელიძემ “პირველ არხთან”განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, “მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, დიდ წვეულებებს, რომელიც ასევე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების.”

„მთავარი მოწოდება ამ დროს გახლავთ ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. სანუგეშო, რომ ისე დრამატულად არ გაუარესდა ვითარება, როგორც ჩვენ ეს გვქონდა ეს გვიან შემოდგომაზე და ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 1 000-1 500 შორის ახალი შემთხვევა, რომელიც სერიოზული ზეწოლაა ჯანდაცვის სისტემაზე. დღევანდელი რიცხვით 15 000-ზე მეტი აქტიური პაციენტია ქვეყანაში და მათი დაახლოებით 30% არის ჰოსპიტლებში. ეს ე.წ არდადეგების პერიოდი გამოყენებული უნდა იქნას, რომ ზედმიწევნით დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. კარგია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე , ეს სერიოზულად სანუგეშოა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, დიდ წვეულებებს, რომელიც ასევე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლოებას უნდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც დღეს ღამე დადგება და ვუსურვოთ ჩვენს მოსახლოებას მშვიდობა, ჯანმრთელობა. ყველა ერთად ვეცადოთ, რომ მაისის პირველი ნახევარი და ზოგადად მთელი მაისი შედარებით მოკრძალებულად გავიაროთ, რომ არ მივცეთ საშუალება ვირუსს მეტად დააზარალოს ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები