LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია და 8 ადამიანთან ერთად იმგზავრა, პოლიციამ დააკავა

4685
Capture

ცოტა ხნის წინ, გორის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას Dianews.ge ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, პირი, ოზურგეთი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობდა. მასთან ერთად კიდევ 8 მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ ამ პირს ტელეფონზე დაურეკეს და მან უპასუხა, რომ პოლონეთიდან სამი დღის ჩამოსული იყო, რის შემდეგაც მგზავრებმა პოლიცია გამოიძახეს.

“მოქალაქეს დაურეკეს და მან უთხრა, რომ პოლონეთიდან სამი დღის ჩამოსული იყო და დანიშნულების ადგილზე მალე მივიდოდა. ჩვენი რეაქცია ამაზე ადეკვატური იყო და შესაბამის სამსახურებს შევატყობინეთ, როგორც კი პოლიცია დაგვედევნა და გაჩერდა მიკროავტობუსი, მოქალაქე გაიქცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დაააკავეს და აღმოჩნდა, რომ მას თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული,” – აცხადებს ერთ-ერთი თანამგზავრი.

მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვამეთთან, ავტომაგისტრალზე გაიქცა. პოლიციამ მისი დაკავება მალევე შეძლო. მას საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში იქნება.

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში 99 ადამიანია გადაყვანილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები