LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდმა ერთი თითი დაკარგა

231
3D78E426-E1E7-4F7C-8CA0-E50DD5327698

რუსთავში პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად, მოზარდმა ერთი თითი დაკარგა.

როგორც „ინფო რუსთავს“ კლინიკაში განუცხადეს, 9 წლის ბიჭს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია.

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

დღეს, განსაკუთრებით თბილისში, შენობები, კორპუსები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ფანჯრიდან გასროლილი პიროტექნიკა შეიძლება სხვისთვისაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის აფეთქების გამო მათთან შეყვანილი 8 პაციენტიდან 6 უკვე გაეწერა.

დამატებითი დეტალებისთვის „ფორტუნა“ რუსთავის კლინიკას დაუკავშირდა  – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ამავე თემაზე:

„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად.. რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია“: ზოოპარკის დირექტორი 

ვიდეო: “ქალი აივანზე იდგა და ასაფეთქებელი ფეხებში ჩაუვარდა…ყვირილზე გამოვვარდით და ცეცხლი გაზის ბალონს მოეკიდა” – მოქალაქეები პიროტექნიკით მიღებულ ზიანზე

ვიდეო: ახალი წლის დადგომასთან ერთად, მუხიანში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ხანძარი გაჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები