საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
„პირველად, 12 წლის შემდეგ!!!
ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!
ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ქართველი მოზარდის მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველად, 12 წლის შემდეგ!!!
ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!
ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად…
Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on Saturday, 22 April 2023