LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, Ryanair ერთი ბილეთის შეძენისას მეორეს სრულიად უფასოდ გაჩუქებთ

267
ryanair-flight-booking-surrge-italy

თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, Ryanair უპრეცედენტო აქციას იწყებს, სახელწოდებით „იყიდე ერთი და მიიღე მეორე ბილეთი უფასოდ“.

როგორც უცხოური მედია წერს, აქციით სარგებლობის მსურველებმა ბილეთები უნდა დაჯავშნონ 24 სექტემბრის, ანუ დღევანდელი დღის ბოლომდე. რაც შეეხება სამოგზაურო პერიოდს, შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი მოგზაურობას შეძლებს 25 სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით.

როგორც Ryanair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ალეხანდრა რუისი განმარტავს, ამ შეთავაზების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი ოჯახის წევრი, ან მეგობარი სამოგზაუროდ სრულიად უფასოდ. „ბილეთების გაყიდვა დღეს საღამოს დაიწყება“, – დასძენს რუისი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აქციით ბილეთის შეძენა შესაძლებელია 1,600-მდე მიმართულებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები