„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,
როგორც კონგრესის წევრი, დღეს გწერთ, რათა მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე.
ამ აზრით, ვუერთდები კონგრესში ჩემს კოლეგებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ჯგუფს, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში.
როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი წლის განმავლობაში. შარშან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია:
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა:
აშშ-ს პოლიტიიკაა:
- დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.
ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე თქვენ გწერთ საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა.
ამ ტენდენციის შედეგია ის, რომ საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მცირდება, რადგან აშშ-სა ევროპული ბიზნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია ჰოუსტონიდან, ტექსასიდან, Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანია ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის უკანასკნელ ორ, ერთმანეთის მომდევნო ფინანსურ კანონპროექტს, 2019 და 2020 წლებში, რომლებიც განსაკუთრებით ეხება შეშფოთებას, საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტური ქმედებების გამო. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე.
იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, მხარდაჭერით „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტს“, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში შემოვიდა.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ამ აზრით, ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა მოახერხებს, იპოვოს გზები, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რათა შეაჩეროს გამაფრთხილებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, – წერია წერილში.