LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი „მეილი“ რომ მივიღე ამერიკელებისგან ასეთი სათაური ჰქონდა: „ჟოზე იპყრობს ამერიკას“ – სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას, რომ გწერენ  მთლად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ..“ – რას წერს „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი გიორგი მარშანია

3222
ჯოზე მზა

პატარების საყვარელი ქართული ანიმაცია „ჟირაფი ჟოზე“ ამერიკელი ბავშვების გულების დასაპყრობად ემზადება.

პერსონაჟ „ჟოზეს“ შემქმნელი გიორგი მარშანია სასიხარულო სიახლეს საზოგადოებას უზიარებს:

„დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA! (ჟოზე იპყრობს ამერიკას)

სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ – ნიუ-იორკიდან და ლოს ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის.. მაგრამ 15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა „იუთუბზე,“ ამერიკელი ბავშვებისთვის..

ჯერ ზუსტად არ ვიცი რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია..

? დაახლოებით 18 თვის წინ,
პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან,
სათაური ჰქონდა ასეთი:
JOZE TAKES OVER AMERICA !!…

Posted by გიორგი მარშანია on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ! მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!

ჟოზეს ძალიან უყვარხართ,“- წერს გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g