LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული ლაივ ავტო აუქციონი გეგმავს შექმნას აპლიკაციები, რომლებიც ხალხს თვითდასაქმებაში დაეხმარება

243
101409852-2532490687004715-4464396995548676096-o

საქართველოში ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა გამარტივდა. ბაზარზე პირველი ლაივ ავტო აუქციონი – LION AUTO AUQTION გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის როგორც შეძენაში, ისე გაყიდვაში ეხმარება.

გარდა ამისა, LION AUTO AUQTION გაფართოების გეგმებზეც მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს პროექტი საქართველოსთვის ინოვაციურია და სამომავლოდ, მისი კიდევ უფრო დახვეწა იგეგმება. LION AUTO AUQTION აპირებს, შექმნას სხვადასხვა აპლიკაციები თუ პროექტები, რომლებიც დაეხმარება ხალხს თვითდასაქმებაში.

რაც შეეხება LION AUTO AUQTION-ის ამჟამინდელ საქმიანობას, კომპანია მომხმარებელს 3 ტიპის პროდუქტს სთავაზობს და სამივე მათგანის შემთხვევაში, ავტომობილის შეძენა არის უმარტივესი და რაც მთავარია, სანდო. ეს პროდუქტებია: გზაში მყოფი ავტომობილი – ასეთი ავტომობილი ნაყიდია ამერიკაში სხვადასხვა აუქციონის სახით. ეს პროდუქტი კომპანიას აძლევს საშუალებას, ავტომობილის ჩამოყვანის დრო შეამციროს 2 თვიდან 10 დღემდე. თუ მოხმარებელს აქამდე უწვდა აუქციონის მოგებიდან ავტომობილის ჩამოსვლამდე დიდხანს ლოდინი, ამჯერად, მან ზუსტად იცის, რამდენ ხანში იქნება ავტომობილი მის საკუთრებაში. მეორე პროდუქტია წეროვანის ავტოპარკი – LION AUTO AUQTION-ს წეროვანში, ადგილზე ჰყავს ავტომობილები, რომლებსაც უტარდება დეტალური შემოწმება, სურათდება და ეძლევა გარანტია. ამის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ავტომობილი შეიძინოს, როგორც აუქციონის წესით, ასევე წეროვანში, ადგილზე მისვლით და „ბაი ნაუ პრინციპით“. და ბოლოს, მესამე პროდუქტია გარე მანქანები – ამ პროდუქტით კლიენტს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს საქართველოში არსებული ნებისმიერი ავტომობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყიდვის გარდა, LION AUTO AUQTION მოხმარებელს ავტომობილის გაყიდვასაც უმარტივებს. მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ავტომობილს, კომპანიაში განხორციელებული ერთი უბრალო ზარით, უამრავი მომსახურების მიღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ. LION AUTO AUQTION -ში თქვენ გეყოლებათ თქვენი საკუთარი მენეჯერი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს. კომპანიის წარმომადგენელი მოვა თქვენთვის სასურველ ადგილზე და თქვენს ავტომობილს უფასოდ დაასურათებს. დამუშავებული ფოტოები აიტვირთება სხვადასხვა ვებპლატფორმაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამასთან, შეგეძლებათ ავტომობილი წეროვანის დაცულ ავტოპარკში მიიყვანოთ და აქუციონის წესით გაყიდოთ. LION AUTO AUQTION-ზე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილის განთავსება და გაყიდვა.

ცნობისთვის, მანქანის ყიდვის მსურველები მარტივად გადიან რეგისტრაციას LION AUTO AUQTION-ის ვებგვერდზე: lionauctions.сom- ზე, რათა შეიძინონ სასურველი ავტომობილი აუქციონის წესით. გაყიდვის მსურველებს კი უბრალოდ, LION AUTO AUQTION -ში ერთი ზარით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები