LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი შტამის დროს ბავშვებს პალატებში ვერ ვაკავებდით, მშვენივრად იყვნენ.. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე: დავით გადელია

442
gadelia

“წინათ, როდესაც პირველი შტამის დროს ვღებულობდით ბავშვებს, პალატებში ვერ ვაკავებდით ისე დარბოდნენ-დახტოდნენ, მშვენივრად იყვნენ. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე”,-ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებში აღნიშნული შტამი შედარებით მომატებული სიმძიმით მიმდინარეობს.

„ახლა ჩვენთან ძირითადად არის COVID-19-ის ბრიტანული შტამი და ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, რომ სიმძიმეც ბავშვებში, დრამატულად დიდად არა, მაგრამ ოდნავ მეტია და გავრცელებაც საკმაოდ მომატებულია.

წინათ, როდესაც პირველი შტამის დროს ვღებულობდით ბავშვებს, პალატებში ვერ ვაკავებდით ისე დარბოდნენ-დახტოდნენ, მშვენივრად იყვნენ. ახლა საკმაოდ მძიმედ არის საქმე.

ამ წუთას გვყავს 23 ბავშვი პაციენტი. ყველაზე მცირეწლოვანი 2-3 წლის არის. მისი მდგომარეობა ნორმალური, საშუალო სიმძიმის არის“, – განაცხადა დავით გადელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები