LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია მობილიზებულია: არჩევნები მშვიდად ჩატარდება – რა ბედი ელის “სირცხვილის დერეფნებს”

88
1582441171-0-82-1145-726-1920x0-80-0-0-9c4a9b675309b3c086ec8d2f14b6555b

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმ მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

”თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ გარემოში უნდა შეძლოს საკუთარი ნების გამოვლენა. უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფი მიზნით, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით მოხდება პოლიციის მობილური ჯგუფების მობილიზება, რათა მაქსიმალურად იქნას საარჩევნო დღეს წესრიგი და უსაფრთხოება დაცული”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”სირცხვილის დერეფნების” ორგანიზება მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას  არღვევს და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან, ეს ერთმნიშვნელოვნად, მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელების ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე”.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

შეგახსენებთ, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: ”21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს ”ქართულ ოცნებას” მხარდამჭერი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები