LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკას საფრთხეს უქმნის – ფინანსთა მინისტრი

49
86976543-2875838569121104-7213324082446598144-o

საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, საქართველოს ეკონომიკას ეს პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პესპექტივაში საფრთხეს უქმნის, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ივანე მაჭავარიანის თქმით, დღეს, პრაქტიკულად, ბიუჯეტის შესრულებას არ ექმნება საფრთხე, თუმცა „ბიზნესგარემოს, თუ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილური განცდა მივეცით, შემდეგ წლებში დაგავარტყამს“.

„ის ინვესტიცია, რაც დღეს უნდა განხორციელებულიყო, რაღაც კომპანია გახსნილიყო და ვიღაც შემოსულიყო, ის რომ არ შემოვა, ამ წლის ბიუჯეტს კი არ დააზიანებს, მაგრამ შემდეგი წლების განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეაფერხებს, მაგრამ ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები