LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

83
გახარია-იაზგანის შეხვედრა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციიდან ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხი განიხილეს. პრემიერმა და დიპლომატმა შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა სფეროში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

„ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება. პრემიერის შეფასებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ამ პროცესში მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე. მთავრობის მეთაურმა და თურქეთის ელჩმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომის შესახებაც ისაურეს, რომელიც პანდემიის გამო დროებით გადაიდო,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას.

პოპულალურები