LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, სწორედ “ოცნების” და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევები

117
news_43541

მე ვიცი, რომ მოქალაქეების უმრავლესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და მინდა, ახლა ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მოლდოვას და უკრაინას აქვს აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით და რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არის წამახალისებელი ავანსი, უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც, რომელიც ასევე არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის

“მაგრამ ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობები, რომელიც არის დადებული და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ტერიტორიების 20 % უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვა არის უმძიმეს მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით ერთ-ერთი პირველია, მოლდოვა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილების და უსაფრთხოების რისკები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი“ – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ყველა ის მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება

„მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას-ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. მეგობრებო, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას ვუსურვებ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

magti 5g