LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის

127
6094e78e04c9e-2021-10-11_14-52-16_273185

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის დასკვნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. ეს მთავრობის მეთაურის პირველი კომენტარი 17 ივნისის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არ გაიცა რეკომენდაცია ამ ეტაპზე საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

პრემიერმა უკრაინასა და მოლდოვას წარმატება მიულოცა.

“კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე ვითარებაში. მოლდოვა ერთ-ერთი პირველია, ვინც დაზარალდა ამ ომით. მოსაზღვრე ქვეყანა არის და იქ ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილებისა და ლტოლვილების და როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად.

ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის მძიმე მდგომარეობაში.

ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის არც მოლდოვის, მე მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდაველ ხალხს და მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება”, – თქვა პრემიერმა.

გიორგი ხელაშვილი: არც ერთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში არ გაუღია იმაზე დიდი მსხვერპლი დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, რამდენიც საქართველოს, მაგრამ არ დაფასდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g