LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

817
ეასფწეფ

ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილება ბრიფინგზე ევრკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

“მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციაა, მოლდოვასაც მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.

იხილეთ ვრცლად:

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g