ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლეიერის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი პირობების შესრულება დასჭირდება.
„რაც შეეხება – საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, მისი განაცხადი ძლიერია, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი.
ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.