LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა ოპოზიციას სასოწარკვეთილი და დეგრადირებული უწოდა – რამ გააბრაზა გახარია

122
გახარია

მწვავე კითხვები ოპოზიციისგან და პრემიერის არანაკლებ მწვავე გამოსვლები –  გახარიამ ოპოზიციას დღეს კომპეტენცია დაუწუბა.

“კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებულია ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს” , – ასე მიმართა მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს.

ის ამბობს, რომ მოქალაქეებს კითხვები ჰქონდათ პანდემიის შესახებ, ეკონომიკაზე, რაც გახარიას მტკიცებით ყველას დაავიწყდა. ელოდებოდნენ კითხვებს ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, რაც ყველას დაავიწყდა და გადავიდნენ პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.

„ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკუსრენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ,“– განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები