LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს არ ადებს – “წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუაციასთან”

59
unnamed

პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს ვეტოს არ ადებს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუაციასთან, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივ საფუძველი არ არსებობს.

„ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდნეტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა

შეგახსნებეთ, სალომე ზურაბიშვილთან ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს დღეს დილიდან მართავდნენ. მანამდე პრეზიდენტი ინდივიდუალურად შეხვდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g