„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა და აღნიშნულით რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.
„კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და იგრძნოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს.საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ნოვა კახოვკას კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.
ცნობისთვის, ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გუშინ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაევალა. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.
I strongly condemn another severe war crime committed by Russia. Horrible attack on civilian infrastructure – Nova Kakhovka dam once again shows ??’s brutal tactics. These war crimes must be answered by justice.
All of Georgia stands with ??
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 6, 2023