პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს „მკაცრად გმობს“ და „დაუშვებელ დარღვევად“ აფასებს.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი შესაბამის განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა.“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები