LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია.. ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში არის..“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

368
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უკრაინაში „ომიკრონის“ ახალი შტამის, ე.წ. „კრაკენის“ დადასტურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, „მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაუცველია“.

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ადვოკატი

„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ? თუ ჩრდილოეთ კორეის მაგალითს ვიყენებთ და „უსახელო“ ვირუსებზე საუბარს ვაგრძელებთ?

კოვიდის ომიკრონის ქვეშტამ „კრაკენის“ შემოსვლის შესახებ მე ჯერ კიდევ 11 იანვარს დავწერე პოსტი.

რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში, ამის შესახებ სამინისტრო რატომღაც დუმს.

მე-3 პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.

პირბადე არის ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში ამ ვირუსის წინააღმდეგ… გამოიყენეთ პირბადე!“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე „ომიკრონის“ ახალ ვარიანტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები