ქეით მიდლტონის ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც ვესტმინსტერის სააბატოშია გადაღებული. ფოტოზე „მიუ მიუს“ წითელ ჟაკეტში გამოწყობილი ქეითი საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავს. როგორც ირკვევა, ფოტოზე ასახულია საშობაო კონცერტისთვის მზადების პროცესი, რომლის სახელწოდებაა Together at Christmas.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს ამ კონცერტის წამყვანი ვარ, თანაც იმ ადგილას, რომელიც ჩემთვის და უილიამისთვის განსაკუთრებულია“, – დაწერა მიდლტონმა. ფოტო 7 დეკემბერსაა გადაღებული და ქეითი ნაძვის ხეს წითელი ლენტებით რთავს.
წითელი ძლიერი ადამიანების ფერია, მას ტყუილად არ ირჩევენ – ექსპერტები ქეით მიდლტონის ლუქს აფასებენ