16 ივლისს მსოფლიომ მამების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის „ინსტაგრამის“ გვერდზე წყვილის ახლადდაბადებული ვაჟის, არჩი ჰარისონის ფოტო გავრცელდა. ახალაშობილი მამას ხელში უჭირავს და ფოტოზე პირველად ჩანს მისი თვალები. ჰარისა და მეგანს ვაჟი 6 მაისს შეეძინათ.
რაც ეხება კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდს, აქ უკვე მამის დღე ბრიტანელებს პრინცმა უილიამმა მიულოცა და უმცროსი ვაჟის, პრინცი ლუის ფოტო გამოაქვეყნა.