LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი სამეფო ოჯახისგან მეგანისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

127
meganmakl345

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, მედია განუწყვეტლივ წერს შედეგებზე, რომელიც ამ ინტერვიუს მოჰყვა. მაგალითად დღეს გამოცემა Us Weekly ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს, რომ პრინცი ჰარი მზადაა ოჯახს ყველა წყენა აპატიოს, თუ ისინი საჯაროდ ბოდიშს მოუხდიან მეგანს. საუბარია უმძიმეს ბრალდებებზე, რომელმაც ოპრასთან ინტერვიუს დროს გაიჟღერა. ესა არის წუხილი პრინცი არჩის კანის ფერთან დაკავშირებით, ასევე ბულინგი და მკაცრი შეზღუდვები, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახის მხრიდან ჰქონდა დაწესებული.

ერთადერთი განცხადება, რომელიც ამ ფაქტის საპასუხოდ კენსინგტონის სასახლის მხრიდან გავრცელდა, იყო წუხილი. სამეფო ოჯახი წერდა, რომ ისინი დამწუხრებულნი არიან იმ ფაქტის გამო, რომ მეგანისთვის იქ ცხოვრება გაუსაძლისი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები