კემბრიჯის ჰერცოგი და ჰეროცოგინია, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი „ტვიტერზე“ ვოლოდიმის ზელენსკის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებენ.
„2020 წლის ოქტომბერში ჩვენ გვქონდა პრივილეგია შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკისა და პირველ ლედის, რათა გაგვეგო პოზიცია უკრაინის მომავლის მიმართ.
დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინის მთელი მოსახლეობის გვერდით, ისინი გაბედულად იბრძვიან უკრაინის მომავლისთვის“, -წერენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.
In October 2020 we had the privilege to meet President Zelenskyy and the First Lady to learn of their hope and optimism for Ukraine’s future.
Today we stand with the President and all of Ukraine’s people as they bravely fight for that future ?? W & C
— The Duke and Duchess of Cambridge (@KensingtonRoyal) February 26, 2022