LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო – გენპროკურორის მოადგილე

90
BeFunky-collage (2)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურაში IBM I2 ანალიზის პროგრამა დაინერგა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები და მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად: ირაკლი შოთაძემ უწყების საქმიანობა შეაჯამა

„ციფრული ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ დახვეწილი საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას და მართონ დანაშაული. IBM I2 პროგრამა მომხმარებელს აძლევს განსხვავებული ფორმატის, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საბანკო და სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერების და სხვა ინფორმაციის პროგრამაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. პროგრამა ახდენს მონაცემების ანალიზს, დახარისხებას, სტრუქტურიზაციას და ავტომატიზაციის საშუალებით, დროის მცირე მონაკვეთში, დამუშავებული, მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, შაბლონური ქცევების და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას და დანაშაულებრივი ქმედებების მიდევნებას. სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც“, – აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

მისივე განცხადებით,  IBM I2-ს ასევე გააჩნია ინოვაციური ფუნქცია, როგორიცაა სოციალური ქსელის მონაცემების ზედდება სხვა საგამოძიებო მასალებზე.

ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა პროკურორებსა და გამომძიებლებს საგამოძიებო თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების დროულ მიღებაში ეხმარება და დროის მცირე მონაკვეთში ეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

 

 

პოპულალურები