LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპაგანდიდან ხელოვნებამდე – ბრიტანული ანიმაციის 6 საიდუმლო [ფოტო, ვიდეო]

cxovelta ferma

ბრიტანეთში ანიმაციებმა ხელოვნების დახვეწის გარდა, წვლილი ბიზნესშიც შეიტანეს. ანიმაციების შემქმნელები სავაჭრო საიდუმლოებას უწოდებენ იმ მეთოდებს, რითაც ისინი მულტიპლიკაციურ ფილმებს ქმნიან. BBC მსხვილ ლეგენდარულ მწარმოებლებზე – აარდმანზე, ბობ გოდფრიზე, ჯონ ჰალასსა და ჯოი ბატჩელორზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ ექვს ძირითად საიდუმლოს, რის საფუძველზეც ბრიტანულმა ბაზარმა განვითარება და დიდი მოგება მოიპოვა.

 

წარმატება, თუმცა არა ეკონომიკური მოგება – “მორფის” ისტორია

„მორფი“, მხიარული ფიგურა, რომელიც ყავისფერი თიხისგან არის დამზადებული და მიკროსკოპის ყუთში ცხოვრობდა, აარდმანის ანიმაციების ორიგინალი ვარსკვლავია. ამავე ავტორს ეკუთვნის ანიმაციები „უოლესი და გრომიტი“, „ცხვარი შონი“ და „ტიმის დრო“.

„დამზადებულია თიხის პაწაწინა ნაჭრისგან, თუმცა ამის მიუხედავად, ის ანიმაციის თილისმად იქცა,“ – ამბობს ავტორი მორფის პერსონაჟზე.

მორფის შექმნაში დიდი წვლილი დევიდ სპროქსტონსა და პიტერ ლორდს ეკუთვნით. ამ პერსონაჟმა ოთხი დეკადა გაიარა – 70-იან წლებში ანიმაცია საბავშვო სატელევიზიო არხზე გადიოდა, მოგვიანებით მულტფილმმა CBBC-ის ეთერში გადაინაცვლა, ახლა კი მისი ყურება YouTube-ზე მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად „მორფის“ თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიისა, დღესდღეობით ანიმაცია ბრიტანეთში მომგებიან ბიზნესად არ ითვლება. პიტერ ლორდი ამბობს, რომ ანიმაციას დიდი ფინანსური წარმატება არ მოუტანია, რა ფაქტმაც ყველა გააოცა.

„ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ის უფრო მეტად პოპულარულია და ხელოვნების წარმატებად აღიარეს, თუმცა „მორფის“ ეკონომიკური წარმატება არ მოუტანია. ჩვენ „მორფის“ პერსონაჟი ფულის „გასაკეთებლად“ არ შეგვიქმნია, ამას არც მომავალში ვიზამთ, ჩვენ უბრალოდ ძალიან გვიყვარს „მორფი“, – ამბობს პიტერ ლორდი.

 

 

ანიმაცია საომარი პასიურობის მოტივით

მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდისტული ფილმები ფუნქციონირებადი იყო და მოსახლეობისთვის პირდაპირ შეტყობინებებს გზავნიდა, თუმცა 1941 წელს მაყურებელი დაბნეული იყო ანტისაომარი გზავნილებით.

ანიმაცია „დესტბინის აღლუმი“ „დისნეის“ თხოვნით შეიქმნა. მულტფილმი მაღალი ხარისხის იყო და მისი პერსონაჟები „დისნეის“ გმირებს ჰგავდნენ. ანიმაციაში კონსერვის ქილა, კბილის პასტა, ძვალი და სათამაშო ბზრიალა დაშორებით ყრია. მულტფილმის გმირები მეტალის მოაჯირების რჩევით, გადაწყვეტენ, რომ სამხედრო სამსახური დაიწყონ და მარშით აიღონ ქარხანა. ქარხანაში ჩვრები აღიმართებიან, როგორც სამხედრო ფორმები და რეზინის ცხელი წყლის ბოთლები საბურავებს წინააღმდეგობას უწევენ. ანიმაციის ოთხი გმირი ჭურვებს ამაგრებს, მათი სამიზნე კი, რუკაზე გიგანტური სვასტიკაა. ამ ანიმაციას სლოგანიც ჰქონდა – „მობილიზება გაუკეთეთ თქვენს ჯართს“.

 

 

ბრიტანეთის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფიჩერსული ფილმი CIA-ს დაფინანსებით

 

ამერიკელმა ფილმის შემქმნელმა ლუის დე როჩემონტიმ დაიქირავა ჰალასი და ბატჩელორი, რათა გადაეღოთ ფიჩერსული ფილმი ჯორჯ ორუელის ალეგორიულ ნოველაზე „ცხოველების ფერმა“, რომელიც ასახავდა რუსეთის რევოლუციას და სტალინისტურ რუსეთს ფერმის ცხოველების მონაწილეობით. ანიმაცია CIA-მ დააფინანსა და ის გახდა ამერიკული კულტურის ნაწილი, ცივი ომის პერიოდში.

„ცხოველთა ფერმა“ გახდა კომპანიის უზარმაზარი წამოწყება, რომლის მეშვეობით მომავალში მოთხოვნით 80-მდე მსგავსი ფილმი შეიქმნა. ანიმაციური ფილმები მილიონობით ნახატს, ათასობით ბექგრაუნდს და ტონობით საღებავებს მოითხოვდა. შინაარსობრივად ანიმაციის დასასრული ორიგინალისგან განსხვავებით, შეიცვალა. ორუელის ნოველა მთავრდება ახალი ალიანსის აღნიშვნით, რომელშიც ღორები და ფერმერები მონაწილეობენ. მათ დიდი წვეულება აქვთ, სადაც სხვა ცხოველებს არ უშვებენ. ნოველაში ადამიანები ღორებისგან არაფრით განსხვავდებიან. ჰალასისა და ბატჩელორის ვერსიაში კი, მსუქან ფეოდალებს პოსტებიდან სხვა ცხოველები ათავისუფლებენ. ღორები, რომლებიც საბჭოთა რუსეთის სტალინისტური იდეებით დგანან, ტრიუმფში არ მონაწილეობენ.

 

 

ანიმაცია, რომელიც ხალხზე გაიყიდა

ომის შემდეგ ლეიბორისტული მთავრობა იღებდა ახალ გადაცემებს, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებაზე იყო ორიენტირებული. ანიმატორმა ჯოი ბატჩელორმა შექმნა ჩარლის გმირი, ეს იყო პერსონაჟი, რომელიც გადაცემებს საზოგადოებაზე ყიდდა. ანიმაციური ფილმი „შენი ძალიან კარგი ჯანმრთელობა“ ამარტივებს რთულ საკითხებს და იუმორისტულ ჟანრსაც ეხება. მულტფილმში ნაჩვენებია ჩარლი, რომელიც ქალაქში ველოსიპედით დადის და ფართო საზოგადოებას არწმუნებს ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიტებში, ჩარლის ოჯახი კი, უხილავი დიალოგებით ამბის მთხრობელია. ავტორების თქმით, ანიმაციის ეს პერსონაჟი ომის შემდგომი პროპაგანდის სახეა.

 

 

პირველი ბრიტანული ანიმაცია ოსკარზე წარდგენილი იყო სექსის პოზიციონირების ნომინაციაზე

1960 და 70-იანი წლების შუალედში, სექსუალური რევოლუციის დროს, ანიმატორმა ბობ გოდფრიმ შექმნა ბრიტანული სექს კომედიები. „კამა სუტრა ისევ მსვლელობაშია“ – სტენ ჰეივუდის ნამუშევარი, სტენლის და ეთელის ამბავზეა აგებული, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი ქორწინებისთვის ცოტა ამაღელვებელი მომენტები შეეძინათ. „კამა სუტრამ“ ძალიან დიდი შოკი გამოიწვია, რასაც დოკუმენტებში ვკითხულობთ.

„ანიმაციის თავისუფლება გოდფრის ნებას რთავს, საკუთარ ანიმაციებში ისეთი ადგილები გამოიყენოს, რასაც ფილმების სხვა შემქმნელები ვერც კი ბედავენ,“ – წერენ დოკუმენტალისტები.

ყველას გასაოცრად, ფილმი კომერციული წარმატება აღმოჩნდა. ოსკარზე 1973 წელს მან საუკეთესოდ ანიმირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე გაიმარჯვა და დირექტორმა სტენლი კუბრიკმა ანიმაციის კინოთეატრებში გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

დამოუკიდებელი სტუდია, რომელსაც ფიჩერსული ფილმის შექმნა შეუძლია

 

ანიმაციური ფიჩერსული ფილმები ჩვეულებისამებრ დამოკიდებულია ამერიკის ფულზე, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, უელსში, „ანიმორტალ სტუდიომ“ შექმნა დამოუკიდებელი, ბრიტანული ფილმი. „ჩაკ სთილი: ღამის ტრამპიები“ 1980-იანი წლების ამერიკული ანიმაციური ფილმია, რომელიც მანქანის რბოლებითა და მარტივი დიალოგებითაა გაჯერებული.

ლოს ანჯელესის პოლიციელის პერსონაჟი ჩაკ სთილი შექმნა მაიკ მორტმა, როცა ის თინეიჯერი იყო. წლების შემდეგ მორტი შეეცადა, ჩაკ სტილის პერსონაჟის პროექტიც შეექმნა და კიდევ ერთი, თანამედროვე ფილმი გადაეღო, იმავე სცენარით. განახლებული ანიმაციური ფილმის შექმნაში 150 ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ფილმის შემქმნელების აზრით, არის ის, რომ ამ მასშტაბების მქონე ანიმაცია პატარა სტუდიაში, გაცილებით ნაკლები რესურითაა შექმნილი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ანიმაციის შესაქმნელად კი, მთლიანობაში 20 მილიონი დოლარია ჩადებული.

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები