LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარწერა ხის დასასვენებელზე – “გვენატრები” – ამერიკის საზღვარზე დაღუპული 7 წლის ჯაკელინ კაალი გვატემალაში გადაასვენეს

usa

7 წლის გოგონა, რომელიც ამერიკის საზღვარზე უკანონოდ გადასვლისას დაიღუპა, გვატემალაში, ნათესავებთან გადაასვენეს. სასაზღვრო პატრულმა კვირას რამდენიმე საათი იარა, იმის გამო, რომ ოჯახის წევრებს, ბავშვთან დამშვიდობების ბოლო შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ჯაკელინ კაალის თეთრ სასახლეს გვატემალას საერთაშორისო აეროპორტში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, შემდეგ კი შავი მანქანის საბარგულში ჩაასვენეს.

აეროპორტში არ იმყოფებოდა არცერთი ოჯახის წევრი. გოგონას ბაბუამ დომინგო კაალმა, The Associated Press-თან განაცხადა, რომ ოჯახს გუატემალას დედაქალაქში გამგზავრების ფული არ ჰქონდა.

ბავშვის ოჯახი ალტა ვარეპაზის დეპარტამენტში ცხოვრობს. სახლში ნათესავებმა, გოგონას ცხედრისთვის ხის დასასვენებელი ააწყეს, რომელიც ყვავილებითა და ჯაკელინის ფოტოებით მორთეს. დასასვენებელზევე მოათავსეს ფურცელი, წარწერით: “გვენატრები”. სახლის უკან ათობით ქალმა სამძიმარზე მისულებისთვის საკვები მოამზადეს. ნათესავები დაახლოებით 420 ადამიანის ჩასვლას ელოდნენ ადგილზე. ადამიანების, რომლებიც ძირითადად ლობიოსა და სიმინდის მოყვანით ირჩენენ თავს.

სოფელში, სადაც ბავშვის სახლია, არ არის სასმელი წყალი, ელექტროენერგია და გზები.

 

რა მოხდა გოგონას გარდაცვალებამდე?

გოგონა და მისი მამა, ნელი კაალი 163 მიგრანტთან ერთად ცდილობდა ნიუმექსიკოდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას. მას შემდეგ, რაც ისინი უკანონო საზღვრის კვეთისთვის დააპატიმრეს, მამამ ამერიკელ მესაზღვრეებს განუცხადა, რომ მისი შვილი ავად იყო და დიარეა ჰქონდა. 

7 წლის გოგონა, რომელმაც მექსიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, გარდაიცვალა

დაკავებამდე ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში საკვები და წყალი არ ჰქონდა მიღებული

მანამდე, მამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯაკელინი ჯანმრთელი იყო, თუმცა არ არის ცნობილი, რამდენად გაიგო მამაკაცმა დოკუმენტის შინაარსი ხელმოწერამდე. დოკუმენტი ინგლისურად იყო და აგენტებმა მას ესპანურად უთარგმნეს, ზეპირსიტყვიერად.

დაკავებულები საზღვრიდან ავტობუსით გადაიყვანეს. მგზავრობა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც გოგონას ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. მას სამედიცინო დახმარება გზაშივე გაეწია. შემდეგ კი ტეხასში, ელ პასოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გვატემალას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს დიპლომატიური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ქვეყანას ამ საქმის მონიტორინგი და გოგონას გარდაცვალების მიზეზის დადგენა მოითხოვა.

რაც შეეხება გოგონას მამას, ის ისევ ციხეში იმყოფება. 3 იანვარს სასამართლო მისი მიგრაციის სტატუსს დაადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები