რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის საპასუხო ქმედებები უკრაინის დარტყმებზე.
ამის შესახებ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
პუტინმა უკრაინის ქმედებები გენოციდის აქტად შეაფასა.
„ბევრი ხმაურია მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩვენი დარტყმების გამო. დიახ, ამას ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება გენოციდის აქტია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.