LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

75
პუტინი ხელმოწერა

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნეს ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანალოგიური შინაარსის განკარგულება არის გამოქვეყნებული ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას – ნატო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები