LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: არესტოვიჩის ბედს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს

278
Untitled design (3)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება.

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება და ის გულგრილობით უდგება უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას:

“ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება და ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას.

ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ მიიღო, მათ შორის ბოლო არჩევნებზეც. მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ ალბათ, უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს არესტოვიჩის ბედს. ეს მისი მხრიდან არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა, დავინახეთ, რომ მათ სურთ სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას.

მათ ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება.

აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შემოტევა საქართველოზე. ჩვენ ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება. ეს ინტერესები პოლიტიკურ ავანტიურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება”, – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, არესტოვიჩმა თქვა:

“უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე”

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g