LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალბატონო ნინო, ამას არ ჰქვია პენიტენციალური სამსახური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება, გადახედეთ ტერმინებს” – წულუკიანი ლომჯარიას

232
თეა-წულუკიანი

დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა სახალხო დამცველის და იუსტიციის მინისტრის ანგარიში მოისმინეს. თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოისმინა ჭორები, არაპროფესიონალიზმი და სიმართლეც. იუსტიციის მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში 2019 წელს საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და პატიმართა რაოდენობაზე ისაუბრა.

„წლის დასაწყისია და საზოგადოებას ალბათ აინტერესებს ციფრები. 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა იყო 9 762 პირი, აქედან მსჯავრდებული იყო 7968, ანუ 8 ათასამდე პირი იხდიდა სასჯელს, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს გამამართლებელს ან გამამტყუნებელს​ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს  – 140, ხოლო 2013-2018 წლებში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი საშუალოდ არ აღემატებოდა ოცს. შარშან ეს რიცხვი იყო 16. 16 ტრაგედია, რომელიც თვიდან ვერ ავიცილეთ, თუმცა ეს რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არის მინიმალურ ზღვარზე. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომ არის ეს რიცხვი ასეთი დაბალი. ალბათ იმიტომ, რომ ის თანამშრომლები, რომელთაგან რამდენიმე აქ იმყოფება, 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობს”, – განაცხადა თე წულუკიანმა.

პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს ტერმინოლოგია შეუსწორა.

“ქალბატონო ნინო, ამას არ ჰქვია პენიტენციალური სამსახური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთ მაღალი ოფიციალური ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები