თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო.
როგორც უგრეხელიძე აცხადებს, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.
“უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”. – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძმე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძრვანელმა თანამდებობა დატოვა.