LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელიც ამბობს, რომ “ოცნების” დეპუტატმა მასზე იძალადა, დაზარალებულად ჯერ არაა ცნობილი

474
71307614-3643030195722669-1081730119573176320-o

გენერალური პროკურატურის ინფორ​მაციით, თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ქალმა, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა

ილია ჯიშკარიანის მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, იქნებ მორიგებოდნენ

საქმეზე სამი ექსპერტიზაა დანიშნული – დასკვნა კი ჯერ არც ერთ მათგანზე არ არის მიღებული.

„მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის ან არცნობის შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

როგორც სავარაუდო დაზარალებული ყვება, შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა, როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.

“კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი – ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?”

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარ პროკურატურასთან გუშინ თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქტივისტები სამართლიანი გამოძიების წარმართვას და საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის ბრალის წარდგენას ითხოვდნენ. მათი პროტესტი სწორედ იმან გამოიწვია, რომ თოდაძეს მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგაც არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ოფიციალური ინფორმაციით, ის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g