LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალის სახე აქვს დაკარგული! ქალი არის კდემამოსილი!” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაზე

370
pjimage

“მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება… ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო”, – ასე უპასუხა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვას, ნანობს თუ არა იმ შეურაცხყოფას, რომელიც მან ელენე ხოშტარიას “ფეისბუქზე” მიაყენა.

“კი, ზნედაცებულია, მე არც უარვყოფ მაგ სიტყვებს! აქციებზე რას აკეთებდა, ქალის სახე აქვს დაკარგული საერთოდ! ქალი არის კდემამოსილი! მერე მაგის საქციელი, შეუარცხყოფები, მაგის საუბარი – არაფერში არ ჯდება. საზღვარი არ არსებობს მაგათი უტიფრობის. ის ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ეს არის ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა”

რამდენიმე დღის წინ მან “ევროპული საქართველოს” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემული უწოდა.

“ზნედაცემული ხოშტარია, იმ ხოშტარიას შვილი, რომელმაც ხელი შეუწყო არჩეული ხელისუფლების დამხობას, პათოლოგიური გადახრებით, უზნეობის და უტიფრობის განსახიერებაა! რა უნდა საბჭოთა უშიშროების აღზრდილს და დღესაც მათ თანამშრომელს, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში? სწორედ გავრილოვთან იყო შუამავალი ხოშტარია 20 ივნისის სპექტაკლის დადგმისას!” – დაწერა მან საკუთარ “ფეისბუქზე”.

 

 

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაშინ, როდესაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა,საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. თალაკვაძე ამ დროს რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები