LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალის ყველაზე მოდური აქსესუარი სიმპათიური მამაკაცია!“ – კოკო შანელის ცნობილი გამონათქვამები

9815
coco

„ჩემთვის სულერთია რას ფიქრობთ ჩემზე, რადგან მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე“, – ამბობდა კოკო შანელი, რომელიც არასდროს კარგავდა საკუთარი თავის რწმენას და ქალბატონებსაც იგივესკენ მოუწოდებდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კოკო შანელის ცნობილ ფრაზებს:

* არასდროს გექნება მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად.

* ყველა ქალი ისე გამოიყურება, როგორც იმსახურებს.

* დიდება თუ გინდა, მაშინ მარტოობასაც უნდა შეეჩვიო.

* ნადვილი დიდსულოვნება უმადურობის პატიებაა.

* არასდროს დაიჭირო საქმე მამაკაცთან, რომელსაც საფულეში ხურდისთვის ჯიბე აქვს.

* როცა მამაკაცს ქალისთვის საჩუქრის გაკეთება უნდა, ის მას ცოლობას სთავაზობს.

* არსებობენ ადამიანები, ვისაც ფული აქვთ და არსებობენ უბრალოდ მდიდარი ადამიანები.

* ნებისმიერმა ქალმა მხოლოდ ორი რამე უნდა იცოდეს: ვინ და რა უნდა.

* ქალი, რომელიც მაკიაჟს არ იყენებს ყოველთვის საკუთარ თავშია დარწმუნებული.

* მამაკაცს მოკრძალებულად ჩაცმული ქალი მოსწონს და არა გამომწვევად.

* არ არსებობს ულამაზო ქალი, არიან მხოლოდ ზარმაცი ქალები.

* ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მისი გახდა სასიამოვნო იყოს.

* სიბერეს არ შეუძლია სიყვარულისგან დაცვა, სამაგიეროდ სიყვარული დაგიცავს

სიბერისგან.

* ქალს აქვს უფლება იყოს სასაცილო, მაგრამ როცა მამაკაცია სასაცილო, მას არაფერი აღარ

ეშველება.

* ქალი გათხოვდებამდე ფიქრობს მომავალზე, მამაკაცი კი, მხოლოდ დაქორწინების შემდეგ

იწყებს მომავალზე ფიქრს.

* ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი არსებობს, ყველა დანარჩენი კი,

მისი აჩრდილია.

* სილამაზე ქალს მამაკაცის მოსახიბლად სჭირდება, სიბრიყვე კი, მხოლოდ  იმისთვის, რომ

თვითონ მოიხიბლოს მისით.

* თუ გინდა იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის ცვალებადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები