LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა მოძრაობამ ბესელიას მხარდაჭერად პარლამენტთან აქცია დაგეგმა

246
97ad05d707b4603059aa176a7c118e05

ქალთა მოძრაობა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალ, 27 სექტემბერს 10 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს. ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი და განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალების საჯარო სოლიდარობაა საჭირო, რათა ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა დაიგმოს, ვინც პოლიტიკოსი ქალების შერცხვენასა და შანტაჟს ცდილობს.

“დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში მათი გავრცელება, რომელიც მთავარ ტერორისტული აქტად იქცა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტი ქალების წინააღდეგ”,- წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე ეკა ბესელიას მორალი ახსენა.

"კარგად მოხვდა" - ბესელიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ზარდიაშვილს დაარტყა [ვიდეო]

ის რომ ზარდიაშვილი დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის შელაპარაკების შემდეგ, ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები