LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალზე როგორ უნდა გაიწიო არ მესმის და ვერც გავიგებ, ვინც არ უნდა იყოს მინისტრი თუ დიასახლისი: ზურა ხაჩიძე

294
BeFunky-collage (2)

მომღერალი ზურა ხაჩიძე თეა წულუკიანს მხარდაჭერას უცხადებს და გმობს ძალადობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დაწერა.

“ქალზე როგორ უნდა გაიწიო არ მესმის და ვერც გავიგებ, ვინც არ უნდა იყოს მინისტრი თუ დიასახლისი!
ჩემი მხარდაჭერა ქალბატონ თეა წულუკიანს!
#არაძალადობას, #არაქალზეძალადობას”, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. დავით წიკლაური თეა წულუკიანს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ მინისტრის ნაამბობი სიმართლეს არ შეესაბამება.

თეა წულუკიანი: “ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მე როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რამის წინაშე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g